გადაიყვანეთ სააკაშვილი საზღვარგარეთ - ევროკავშირისა და შვედეთის ელჩები ბრეგაძეს დემარშის წერილს გადასცემენ

27.02.23 18:24
გადაიყვანეთ სააკაშვილი საზღვარგარეთ - ევროკავშირისა და შვედეთის ელჩები ბრეგაძეს დემარშის წერილს გადასცემენ

ევროკავშირისა და შვედეთის ელჩები საქართველოს იუსტიციის სამინისტროში არიან.

პაველ ჰერჩინსკი და ულრიკ თიდერსტრომი  უწყებაში ერთად მივიდნენ, ისინი რატი ბრეგაძეს საპროტესტო დემარშის წერილს გადასცემენ.

განცხადებას ხელს 27 ქვეყანა აწერს. ისინი საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილისპოლონეთში საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ. 

განახლება: რამდენიმე წუთის წინ, tvpirvelinews.ge- გამოქვეყნებულ მასალას მინისტრი ბრეგაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. 

იუსტიციის მინისტრი ამტკიცებს, რომ ელჩებთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ, სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ საუბარი არ ყოფილა. 

3 სიმართლესთან შეუსაბამო ინფორმაცია გავრცელდა დროის მოკლე მონაკვეთში. 
დღევანდელ შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი საზღვარგარეთ, მითუმეტეს რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში, გადაყვანაზე. 
პატივს ვცემ მედიის თავისუფლებას, თუმცა საზოგადოება უნდა იყოს სწორად ინფორმირებული"- დაწერა ბრეგაძემ.