სააკაშვილს კუნთების განლევა და კახექსიის მეოთხე სტადია აქვს - ევროკავშირი მოქმედებაზე გადადის

27.02.23 20:04
სააკაშვილს კუნთების განლევა და კახექსიის მეოთხე სტადია აქვს - ევროკავშირი მოქმედებაზე გადადის

ევროკავშირი მოქმედებაზე გადადის. დიპლომატიური დემარში უკვე შედგა.  სააკაშვილის   გადაყვანის მოთხოვნით ევროკავშირისა და შვედეთის ელჩებმა   პროტესტის წერილი  იუსტიციის მინისტრს  თავად გადასცეს.  ევროკავშირის 27 ქვეყანა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას პოლონეთში ჰუმანიტარული მიზნებისთვის ითხოვს. 

მიხეილ სააკაშვილს სარკოპენია (ძვლების განლევა), კუნთების განლევა და კახექსიის მეოთხე  მძიმე სტადია აქვს.  სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა უმძიმესია: დამატებით 5-7 კილოგრამის დაკლების შემდეგ ის საწოლზე სრულად მიჯაჭვული გახდება, განლეული ექნება მთლიანად  ქვედა კიდურების  კუნთები და   ვერ შეძლებს გადაადგილებას.  ომბუდსმენის კონსილიუმი პირდაპირ წერს, რომ თუ წონის კლება ასე  გაგრძელდა, კრიტიკული ზღვარი ერთ თვეში დაფიქსირდება, რის შემდეგაც ორგანიზმის შეუქცევადი პროცესები დაიწყება.

მედიკოსები ამბობენ, რომ თუ სააკაშვილი ლოგინად ჩავარდება, მას ხელოვნური სუნთქვაც დასჭირდება. ექიმების თქმით,  მუდმივად მწოლიარე მდგომარეობაში ყოფნა აჩენს დიდ რისკს,  განვითარდეს ფილტვების ანთება.

უფრო ვრცლად მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.