აკრძალული მანქანები რუსეთისთვის - როგორ ეხმარება საქართველო ოკუპანტს ამერიკული ავტომობილების შეძენაში

27.02.23 20:11
აკრძალული მანქანები რუსეთისთვის - როგორ ეხმარება საქართველო ოკუპანტს ამერიკული ავტომობილების შეძენაში

 როგორ იქცა საქართველო შავ ხვრელად, რომლის დახმარებითაც რუსეთს უახლესი ამერიკული მანქანებით ამარაგებენ - სკანდალური რეპორტაჟი ამერიკული ტელეკომპანიის ეთერში გავიდა. რუსეთში გადასატანად გამზადებული "პიკაპები" ლარსზე დგას და თავის რიგს ელოდება. ეს იმ კომპანიების მიერ წარმოებული ავტომობილებია, რომლებმაც დატოვეს რუსული ბაზარი, თუმცა მაშველი რგოლი რუსებისთვის საქართველო აღმოჩნდა.

ხელისუფლება ახალ სკანდალშია გახვეული. უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ ცნობილმა ატომწარმოებლებმა რუსეთი დატოვეს და ახლა ქვეყანაში ავტომობილების დეფიციტია.  ამის მიუხედავად,  საქართველოს დახმარებით რუსეთი მაინც იღებს ამერიკულ ძვირადღირებულ ბრენდებს. ეს კი პრაქტიკულად სანქციების გვერდის ავლაა. თურქეთიდან წამოსული ავტომანაქანები უპრობლემოდ გადადიან რუსეთში საქართველოს გავლით.

უფრო ვრცლად როგორ ეხმარება საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.