ერთის ნაცვლად ორი რუსული კანონი - რას გადაწყვეტს "ოცნება"

27.02.23 20:16
ერთის ნაცვლად ორი რუსული კანონი - რას გადაწყვეტს "ოცნება"

ერთის ნაცვლად ორი რუსული კანონი -  ამ დროისთვის პარლამენტში უკვე ორი პროექტია დარეგისტრირებული, საიდანაც არჩევანი "ქართულმა ოცნებამ" უნდა გააკეთოს. მმართველი გუნდი განხილვას და მიღებას დაჩქარებული ტემპით გეგმავს. პირველი მოსმენით მიღების შემდეგ ორივე კანონი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება. "ქართული ოცნების" ლიდერები აცხადებენ, რომ თუ კომისიის არგუმენტები მათთვის მიუღებელი იქნება, ხელისუფლება მათ არ გაითვალისწინებს.

კანონპროექტის მეორე ვერსია პირველზე უარესია.  ამ პროექტის მიხედვით,  პატიმრობა ელის  ყველას, ვინც აგენტების რეესტრში საკუთარ თავს არ დაარეგისტრირებს.

მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები მზად არიან ციხეშიც კი  ჩასხდნენ და ამ ფორმით თქვან უარი "ქართული ოცნების" რუსული კანონის შესრულებაზე.

მმართველი პარტიას კი დიდი პროტესტის ხმა არ ესმის.  შალვა პაპუაშვილმა დღეს პარლამენტის კარი ჩაუკეტა  მათ,  ვინც რუსულ კანონს  ეწინააღმდეგება.

უფრო ვრცლად რუსული კანონის შესახებნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.