არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი - პრემიერი ისევ დუმს და კითხვებს გაურბის

27.02.23 20:23
არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი - პრემიერი ისევ დუმს და კითხვებს გაურბის

რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის პრემიერი  ისევ არ ამბობს, რომ  102 წლის წინ 25 თებერვალს, საბჭოთა რუსეთი შემოიჭრა და საქართველოს ოკუპაცია მოახდინა. ფეისბუქზე გამოქვეყნებული სამარცხვინო განცხადების შემდეგ, ღარიბაშვილს არც მთავრობის სხდომაზე და არც მედიასთან არცერთი სიტყვა არ უთქვამს. უფრო მეტიც,   ზედმეტი უხერხულობის თავიდან აცილების მიზნით დღეს ტვ პირველს დაუმალეს ეროვნული ბანკის ღონისძიებაც, რომ იქ მისული პრემიერისთვის კითხვები არ დასმულიყო.

კითხვებს უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ.  პაპუაშვილმა სექტის წევრებად  შერაცხა ყველა, ვინც ღარიბაშვილს  ისტორიის დამახინჯების მცდელობისა და იმ განცხადების გამო   აკრიტიკებს, რომელმაც მხოლოდ კრემლი გაახარა.  პარლამენტის თავმჯდომარე საზოგადეობას ეუბნება, რომ ზედმეტად  აფეტიშებენ ფრაზებს, როცა ამბობენ, რომ რუსეთი მტერი და ოკუპანტია.

უფრო ვრცლად ნახეთ გიორგი ხუხიას რეპორტაჟში.