გინება, ხელჩართული ჩხუბი და ქუჩური გარჩევა - რა მოხდა თავდავის კომიტეტის სხდომაზე
"ქართული ოცნების" დეპუტატი "გირჩის" წევრს ცემას უპირებდა - თავდაცვის კომიტეტზე დღეს საქმე ლამის ხელჩართულ ჩხუბამდე მივიდა. იყო გინებაც და ქუჩური წესებით საქმის გარჩევის მცდელობაც.
ერთმანეთს "გირჩელი" ვახტანგ მეგრელიშვილი და ვლადიმერ ჩაჩიბაია დაუპირისპირდნენ. მიზეზი თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებები იყო. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც "გირჩის" წევრებმა თქვეს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა მონობაა და სხვა არაფერი.
"რამე ხო არ გეშლება, ბიჭო, მიდი დააკაჩავე!" ასე მიმართავდნენ დეპუტატები ერთმანეთს.
უფრო ვრცლად რა მოხდა თავდაცვის კომიტეტზე ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.