ევროპული მომავალი ჩვენი ქვეყნის უფლებაა და ევროპაში არის ჩვენი თავისუფლება! - ნიკა მელია

27.02.23 20:47
ევროპული მომავალი ჩვენი ქვეყნის უფლებაა და ევროპაში არის ჩვენი თავისუფლება! - ნიკა მელია

ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ევროპელი დიპლომატების დემარშს ეხმიანება, რომლებმაც საქართველო ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა მოსთხოვეს. 

ოპოზიციის წევრი სოციალურ ქსელში წერს, რომ არსებობს მხოლოდ ერთი ევროპა, რომლის გზავნილებიც მკაფიო და გასაგებია, რომელიც ცდილობს საქართველოს ევრპულ გზაზე დატოვოს.  ამასთან, მელიას აზრით, არსებობს ერთი რუსეთი, რომელიც ტერორისტი და ოკუპანტია. 

საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, მიუხედავად პოლიტიკური/პარტიული გემოვნებისა უნდა ევროკავშირის წევრობა და იცის, რომ საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია.
დღეს ევროკავშირის უკლებლივ ყველა, 27 წევრი ქვეყანა, მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით დიპლომატიის ენაზე, ყველაზე მწვავე, დემარშის ფორმით.
ევროპული ოჯახი, არადიპლომატიური პირდაპირობით,  ცდილობს ჰუმანიზმისა და ევროპის გზაზე დატოვოს ჩვენი ქვეყანა.
ეს ხელისუფლება ალბათ ხვალ ისევ ცინიკურად გვეტყვის, რომ ასეთი ერთიანი, ასეთი ჰუმანური, ასეთი მეგობრული და ასეთი განვითარებული ევროპა მათ არ უნდათ.
ევროპული მომავალი არის ჩვენი, როგორც ქვეყნის უფლება და ევროპაში არის ჩვენი თავისუფლება!
არ არსებობს არავითარი ეს და ის ევროპა, არსებობს ერთი ევროპა და მათი გზავნილი არის ერთიანი და გასაგები! 
არ არსებობს ორი რუსეთი, ის არის ერთი და არის ოკუპანტი, ტერორისტული სახელმწიფო, - წერს ნიკა მელია.