შესაძლოა ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ნედ პრაისი რუსულ კანონზე
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი ივაიშვილის დეპუტატების მიერ პარლამენტში ინიცირებულ "რუსულ კანონს" კიდევ ერთხელ აფასებს და ამობობს, რომ კანონმა შესაძლოა ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
"ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე მის (კანონის) შესაძლო გავლენასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ ასეთმა კანონმა შეიძლება პოტენციურად შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ევროატლანტიკური მისწრაფებები"- აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი.
მისი თქმით, „შემოთავაზებული კანონი საქართველოს იმ მოქალაქეების დამოუკიდებელი ხმების სტიგმატიზაციას მოახდენს და ჩაახშობს, რომლებიც მოწოდებულები არიან თავიანთი თემებისთვის უკეთესი მომავლის მშენებლობაზე".
მიგვაჩნია, რომ ასეთმა კანონმა შეიძლება პოტენციურად შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ევროატლანტიკური მისწრაფებები, რომელსაც ქართველი ხალხი ასე მკაფიოდ გამოხატავს ბოლო ათწლეულების განმავლობაში.
განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს კანონმდებლობა ეფუძნება ჩვენს „უცხოელ აგენტთა რეგისტრაციის აქტს“ - აშკარად მცდარია. სინამდვილეში, კანონმდებლობას, რომელსაც ვკითხულობთ, როგორც ჩანს, ფესვები აქვს რუსეთის და უნგრეთის მსგავს კანონმდებლობაში და არა ამერიკულ კანონმდებლობაში”, - აღნიშნა ნედ პრაისმა