ოლიგარქის განსაცდელი - ივანიშვილი მილიონებს ისევ ვერ იბრუნებს და ისევ დასავლურ მედიას უპირისპიდება

28.02.23 10:57
ოლიგარქის განსაცდელი - ივანიშვილი მილიონებს ისევ ვერ იბრუნებს და ისევ დასავლურ მედიას უპირისპიდება

ოლიგარქის განსაცდლი გრძელდება - ბიძინა ივანიშვილი მილიონებს ისევ ვერ იბრუნებს და ისევ დასავლურ მედიას უპირისპიდება.

იურიდიული ფირმა MKD Law, რომელიც შვეიცარიულ ბანკთან დავაში ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავს, ავრცელებს სტატიას, რომლის გამოქვეყნებაზეც მათი თქმით, ივანიშვილს ევროპულმა პრესამ ისევ უარი უთხრა. 

სტატიაში წერია, რომ „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტი დაუფარავად აშანტაჟებს ივანიშვილს.

„ბანკის მენეჯმენტის მხრიდან ბატონი ივანიშვილის შანტაჟმა არაერთი კომიკური სიტუაციაც წარმოშვა: მათ იმაზე მეტი „ზრუნვა“ დაიწყეს ბატონი ივანიშვილის ოჯახის წევრებზე და მემკვიდრეებზეც კი, ვიდრე უშუალოდ ოჯახის უფროსმა. მხოლოდ ერთი მაგალითის სახით: ყოველთვის, როდესაც ბატონი ივანიშვილი ახორციელებდა თანხის გადარიცხვას ტრასტიდან, უთითებდა შესაბამის დანიშნულებას. ახალ რეალობაში კი, როდესაც ბენეფიციარმა მორიგი გადარიცხვის დანიშნულებად მიუთითა ქველმოქმედება, მან „კრედიტ სუისს“-ის ტრასტისგან მიიღო პასუხი, რომ ბატონი ივანიშვილი არასტანდარტულად დიდ თანხებს ხარჯავდა ქველმოქმედებაში და ამით საფრთხეში აგდებდა საკუთარი მემკვიდრეების ფინანსური უზრუნველყოფის საკითხს. ამიტომ, ტრასტის მენეჯმენტი მიუთითებდა, რომ ამგვარი ხარჯების გაწევა მიზანშეუწონელი იყო და ამ დანიშნულებით თანხას ვერ გადარიცხავდა", - წერია განცხადებაში. 

იურისტები წერენ, რომ შევიცარული ბანკი ახლა ივანიშვილის დაუბადებელი შვილიშვილების დაცვას იწყებს

ამის შემდეგ ბანკის მენეჯმენტმა დაიწყო ზრუნვა ბატონი ივანიშვილის შვილების დაუბადებელ შვილებზე. მეტიც, ბანკმა დაიწყო დაუბადებელი შთამომავლების დაცვა ბატონი ივანიშვილის ქმედებებისგან: რომ მან ისე არ გააკეთოს, რომ შთამომავლები დაიბადონ და თანხა არ დახვდეთ. ბატონი ივანიშვილი დაუბადებელ შთამომავლებს ადვოკატები დაენიშნათ, მათ თანხას ბატონი ივანიშვილი უხდის, თუმცა ისინი მის ინსტრუქციებს არ ემორჩილებიან და დაუბადებელთა ინტერესებს დამოუკიდებლად იცავენ. აი, ამ აბსურდში მივედით საბოლოოდ.