"მოსამართლემ სამთავა გევლეშაპს შესაძლებლობა მისცა" - დეა შაფათავამ ივანიშვილის ბანკთან დავა წააგო
ბიძინა ივანიშვილის "ქართუ ბანკმა" კიდევ ერთი სასამართლო მოიგო. ბიძინა ივანიშვილის სალაროს მცველის, ნატო ხაინდრავას წინააღმდეგ დეა შაფათავს რამდენიმეთვიანი სამართლებრივი დავა მისი წაგებით დასრულდა.
დეა შაფათავა ალაპარაკებას და სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს. ის "პირველებთან" ამბობს, რომ უსამართლო ბრძოლაში დამარცხდა და საკუთარი სიმართლის დამტკიცება ვერ შეძლო, რადგან ამ საქმის უკან იდგა გავლენიანი ადამიანების ინტერესები, გავლენიან ადამიანებში კი პირველ რიგში ნატო ხაინდრავას მოიაზრებს.
სამთავა გველეშაპს უწოდებს დეა შაფათავა მის წინააღმდეგ მებრძოლებს, რომლებიც, მისი თქმით, სრულიად უტიფრად ახორციელებდნენ გაუგებარ ბრძოლას და ამბობს, რომ მათ მოსამართლე თინა ვაშაყმაძემ შესაძლებლობა მისცა.
"მე მაქვს კითხვები სასამართლოსთან, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიკერძოებულად მოხდა, ნათელია, რომ ზეწოლა ნამდვილად არის, ნამდვილად მოკერძოებულია.
მე მოსამართლეს მინდა მივმართო, თავის მოწონება იყო თქვენი მხრიდან აპელირება ჩემს სისუსტეზე და შესაძლებლობის მიცემა სამთავა გველეშაპზე. სამთავიანი გველეშაპი იყო ალა, ნიკა და ნათია, რომლებიც თქვენ ნახეთ, სრულიად უტიფრად, ძალიან ბედნიერი სახით, დაუცველი ადამიანის მიმართ ახორციელებდნენ გაუგებარ ბრძოლას. ვერ გეტყვით გრიგოლ ლილუაშვილს რა ბერკეტები აქვს. უსაფრთხოების განცდა არ მაქვს, ვინაიდან მე არანაირი შიში არ მქონია არც 2011 წელს, არც 2012 წელს, როდესაც სრულიად მარტო გადავადგილდებოდი ჩემი ავტომობილით და ვიყავი ფეხმძიმედ, ყველანაირი დაცვის გარეშე, მაშინ, როდესაც დღევანდელი პირველი პირები იყვნენ დამალულები და დაცვით მოძრაობდნენ. მე ყოველთვის მაქვს სალაპარაკო, ძალიან ბევრი ფაქტი მაქვს", - ამბობს დეა შაფათავა.
რაც შეეხება "ქართუ ბანკის" ინტერესების დამცველს, ამბობს, რომ დეა შაფათავას სარჩელში მტკიცებულებები არ იყო.
მტკიცებულებები ამ სარჩელში ნამდვილად არ იყო საკმარისი. ვინც ჩივის, მას ყოველთვის აქვს თავისი პოზიცია და ვერ გეტყვით მოახდინა თუ არა გავლენა( ივანიშვილის ფაქტორმა). მე ვიცავ ,,ქართუს ინტერესებს", არანაირი შეხება არ მაქვს ბატონ ბიძნასთან. კანონი არ ავალდებულებს არავის, რომ პროცესზე პირადად გამოცხადდეს", - ამბობს "ქართუ ბანკის" წარმომადგენელი
შაფათავა წლების განმავლობაში ივანიშვილის ყველაზე სანდო კადრი და მისი მდივანი იყო. მან სარჩელი ბანკის შეფის ნატო ხაინდრავას წინააღმდეგ დისკირმანციის და სამსახურიდან უკანონო გათვაისუფლეის გამო შეიტანა, თუმცა კლანის ახლო გარემოცვვის წევრმა მოსამართლე თინა ვაშაყმაძემ ხაინდრავას სასარგებლო გადაწყვეტილება ისე გამოცხადა, რომ ის პროცესზეც კი არ გამოუკითხვას.