"ბანკმა დაიწყო ზრუნვა ივანიშვილის შვილების დაუბადებელ შვილებზე" - ოლიგარქის ადვოკატები "კრედიტ სუისის" წინააღმდეგ

28.02.23 11:26
"ბანკმა დაიწყო ზრუნვა ივანიშვილის შვილების დაუბადებელ შვილებზე" - ოლიგარქის ადვოკატები "კრედიტ სუისის" წინააღმდეგ

ბიძინა ივანიშვილის  ადვოკატები აქვეყნებენ სტატიას, რომლის გამოქვეყნებაზეც "ქართული ოცნების" ყოფილ თავმჯდომარეს და ყოფილ პრემიერ-მინისტრს ევროპულმა პრესამ ისევ უარი უთხრა. 

მათი თქმით, "კრედიტ სუისს-ის მენეჯმენტი დაუფარავად აშანტაჟებს ივანიშვილს და მიზანმიმართულად ანგრევს საკუთარი ბანკისა და შვეიცარიის საბანკო სისტემის იმიჯს".

სტატიაში წერია, ისიც რომ როდესაც ივანიშვილი ითხოვს თანხის საქველმოქმედო ფონდში გადარიცხვას, პასუხი მისდის, რომ ის ძალიან დიდ თანხას ხარჯავს ქველმოქმედებაში და შვილებზე შეიძლება არ იზრუნო, მათ რაიმე დააკლო და ამიტომ თანხის გადარიცხვაზე უარს იღებს. 

"ბანკმა რომ ვეღარ ნახა ვერანაირი საბაბი თანხის გადმორიცხვაზე უარისთვის: ვეღარც გადმორიცხვის დანიშნულება, ვეღარც ევროპარლამენტის რეზოლუცია, ვეღარც სასამართლოსთვის მიმართვის აუცილებელი წინაპირობის საკითხი, ვეღარც ის, რომ თანხის გადმორიცხვა ტრასტის დახურვას გამოიწვევდა და სხვა, ყველა საკითხი რომ ამოწურა, შემდეგ მიადგა ბოლო მიზეზს: დაუბადებელი შთამომავლები რომ არიან, მათ ზრუნვაზე არ არის კარგად გათვლილი თქვენი მხრიდან თანხის გადმორიცხვის მოთხოვნაო - უპოვარი არ დარჩნენ ბავშვები, რომლებიც მომავალში დაიბადებიანო... 

ამის შემდეგ ბანკის მენეჯმენტმა დაიწყო ზრუნვა ბატონი ივანიშვილის შვილების დაუბადებელ შვილებზე. მეტიც, ბანკმა დაიწყო დაუბადებელი შთამომავლების დაცვა ბატონი ივანიშვილის ქმედებებისგან: რომ მან ისე არ გააკეთოს, რომ შთამომავლები დაიბადონ და თანხა არ დახვდეთ. ბატონი ივანიშვილი დაუბადებელ შთამომავლებს ადვოკატები დაენიშნათ, მათ თანხას ბატონი ივანიშვილი უხდის, თუმცა ისინი მის ინსტრუქციებს არ ემორჩილებიან და დაუბადებელთა ინტერესებს დამოუკიდებლად იცავენ. აი, ამ აბსურდში მივედით საბოლოოდ."- წერია განცხადებაში.

განცხადებე  სრულად იხილეთ აქ