"გადაარჩინეთ სააკაშვილი, გადაარჩინეთ ქვეყნის ევროპული მომავალი" - აქცია რატი ბრეგაძის უწყებასთან
"გადაარჩინეთ, მიხეილ სააკაშვილი, გადაარჩინეთ ქვეყნის ევროპული მომავალი" - იუსტიციის სამინისტროსთან მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.
ბრეგაძის უწყებასთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, პრეზიდენტის მხარდამაჭერები და ლიდერები მივიდნენ.
მათი თქმით, 27 ქვეყნის დიპლომატიური დემრაშისა და ექიმების მოთხოვნის მიუხედავად, ხელისუფლება სააკშვილის სამკურნალოს გადაყვანს არ აპირებს.
მთელი მსოფლიო ამბობს, რომ მიშას მდგომარეობა უარესდება, ამიტომ პატიმრის უფლებების დაცვა იუსტიციის სამინისტროს პირდაპირი მოვალეობაა და ის ვადებულია, გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე - ამბობენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები.
ის ფაქტი, რომ ევროკავშირის ოცდაშვიდივე ქვეყანამ საპროტესტო ნოტა გამოუგზავნა საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ეს ადასტურებს იმას, რომ ევროკავშირი შეშფოთებულია მიშას უმძიმესი მდგომარეობით და ერთადერთი გამოსავალია, რომ ეს ადამიანი გადაყვანილ იქნას ,,ვივამედიდან", კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება, საქმე უკეთესობისკენ არ მიდის, ამიტომ რაც არ უნდა დამალოს და უარყოს რატი ბრეგაძემ, ფაქტი სახეზეა. მთელი მსოფლიო ამბობს, რომ მიშას მდგომარეობა უარესდება, ამიტომ პატიმრის უფლებების დაცვა იუსტიციის სამინისტროს პირდაპირი მოვალეობაა და ის ვადებულია, გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე. თუ ის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს არ გადაარჩენს, პირდაპირ ვეუბნები რატი ბრეგაძეს, ის როგორც პოლიტიკურად, ისე სამართლებრივად ადამიანის მკვლელობის მონაწილე იქნება. საბოლოო ჯამში, ეს პროტესტი უნდა გაიზარდოს და უფრო შემაწუხებელი უნდა გახდეს. დღეს აქ მოვედით იმისთვის, რომ გუშინდელი სიმბოლური აქტიდან გამომდინარე, რაც პოლიტიკური იყო, უპრეცედენტო რამ მოხდა, ოცდაშვიდივე ქვეყნამ საპროტესტო ნოტა გამოუგზავნა საქართველოს მთავრობას და უთხრა- მიხედეთ მიშას და ნუ კლავთ. "- ამბობს ენმ-ს წევრი, გიორგი მუმლაძე.
მუმლაძის განცხადებით, აუცილებელია რეაგირება იყოს სწრაფი, რადგან პრეზიდენტის მდგომარეობა მძმდება.
ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს , ამაში გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" თუ ამას უახლოეს დღეებში, კვირეებში ვერ შევძლებთ, პრაქტიკულად გამოდის, რომ ჩვენ უმოქმედობით, უმძმეს მდგომარეობაში ვტოვებთ მიხეილ სააკაშვილს, ამიტომ ჩვენ ყველაფერს ვეცდებით და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და სხვა პოლიტიკური პარტიები ვალდებულნი არიან ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ მესამე პრეზიდენტი არ მოკვდეს გადარჩეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზა,"- ამბობს გიორგი მუმლაძე.