,,გუდიანებზე ნადირობის კანონპროექტი" ევროპული მომავლის წინააღმდეგ დივერსიას ისახავს მიზნად - "ლელო" NGO-ებს ხვდება

28.02.23 12:10
,,გუდიანებზე ნადირობის კანონპროექტი" ევროპული მომავლის წინააღმდეგ დივერსიას ისახავს მიზნად - "ლელო" NGO-ებს ხვდება

"ოცნება საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ დივერსიას ეწევა" - პარლამენტში პოლიტიკური პარტია" ლელო" არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდება. მსჯელობის საგანი ოცნების "რუსული კანონია". 

,,ლელოს" წევრის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, ,,გუდიანებზე ნადირობის კანონპროექტთან" დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან კონსულტაციები გრძელდება. 

მისი თქმით, ,,ოცნება" ამ კანონპროექტით საქართველოს იზოლაციას ცდილობს.

ლელო  სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან კონსულტაციებს აგრძელებს იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელსაც ჰქვია ,,გუდიანებზე ნადირობის კანონპროექტი" და რომელიც საქართველოს საერთაშორისო იზოლაციას უქადის. ,,ქართულ ოცნებას" არ აქვს მანდატი,  საქართველო მოაქციოს საერთაშორისო იზოლაციაში. ამ კანონპროექტით ,,ოცნება"  საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ დივერსიას ეწევა, გადავდგამთ ყველა ნაბიჯს, საკანონმდებლო პროცესშიც და მის მიღმაც, რომ ამ კანონპროექტის მიღება შეჩერდეს, "- ამბობს ანა ნაცვლიშვილი. 

არასამთავრებო ორგანიზაცია ,,სასამართლოს გუშაგის" დირექტორის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, კანონის მიღების შემთხვევაში  ევროკავშირის 12 პირობიდან, ორი ირღვევა.

არსებობს 12 პირობა, რომლებიც შესასრულებელია, კანდიდატის სტატუსის შესასრულებლად და , პირობებიდან ერთი ეხება სამოქალაქო საზოგადოების ჩართლობას და მეორე ეხება მედიის თავისუფლებას, ამიტომ ამ შემთხვევაში,  მინიმუმ 2 პუნქტი არ იქნება შესრულებული. გვინახავს შემთხვევები, როდესაც ვენეციის კომისიაში გაიგზავნა პროექტები, მაგრამ ის მაინც მიიღეს,"- ნაზი ჯანეზაშვილი. 

ცნობისთვის, დეპუტატები იურისტებთან ერთად იმ კანონს განიხილავენ, რომლითაც ოცნება კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტებისა და მესამე სექტორის წარმომადგენლების აგენტებად გამოცხადებას ცდილობს.

მსგავსი სიახლეები