კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში დახმარება ვთხოვე - გახარია საქართველოში ლიეტუვის ელჩს შეხვდა
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია საქართველოში ლიეტუვის ელჩს, ანდრიუს კალინდრას შეხვდა.
როგორც პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, ლიეტუვის მთავრობას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში მხარდაჭერა სთხოვა.
დღეს შევხვდი საქართველოში ლიეტუვის ელჩს და ვთხოვე ლიეტუვის მთავრობის მხარდაჭერა, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში. ქართველმა ხალხმა ეს დაიმსახურა. ეს არის ერთადერთი გზა, რომ საქართველო დაბრუნდეს დემოკრატიის გზაზე"- წერს გახარია.
მსგავსი სიახლეები
07.08.26 15:21
"არასდროს შევეგუებით რუსეთის მიერ ქართული და უკრაინული მიწების უკანონო ოკუპაციას და არც "რუსულ სამყაროს" - ანდრეი სიბიგა
"მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გააძლიეროს ზეწოლა მოსკოვზე, დააწესოს მკაცრი სანქციები და უზრუნველყოს სრული ანგარიშვალდებულება რუსული დანაშაულებისთვის"