"უაზრო ბრალდებებია წამოყენებული" - სასამართლო ე.წ კარტოგრაფების საქმის არსებით განხილვას აგრძელებს
სასამართლო ე.წ კარტოგრაფების საქმის არსებით განხილვას აგრძელებს. დღეს სასამართლო პროკურატურის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდა. პროცესზე იკითხება პირი, რომელიც კომისიის წევრი იყო2005-2007 წლებში.
პროცესზე იმყოფებიან ბრალდებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილჩევაც.
მელაშვილის თქმით, ბრალდების საფუძველი არ არსებობს.
"მოწმეები ვინც გამოვიდნენ და რასაც ვისმენთ, პრაქტიკულად დანაშაული ასე პირდაპირი არ არის, მხოლოდ ირიბი, ისიც პრესიდან და ტელევიზიიდან გაგონილი, დაუდასტურებელი ამბები თქვეს. ჩემი აზრით, საკმაოდ უაზრო ბრალდებები იყო წამოყენებული. ბრალდების საფუძველი არ არსებობს. სასამართლო ვის დაუჭერს მხარს, დღეს ამის თქვა, არავის შეუძლია.", - ამბობს ივერი მელაშვილი
საქმის პროკურორი ამბობს, რომ დაცვის მხარის განცხადებები არასწორია, რადგან მათ უკვე ფარულ აუდიო-ვიდეო მასალაში ნაღიარები აქვთ მნიშვნელოვანი გარემოებები.
ბრალდებულების და დაცვის მხარის განცხადება არასწორია. იმიტომ, რომ ყველა ის მნიშვნელოვანი გარემოება, რასაც ჩვენ ვედავებით, რეალურად მათ ნაღიარები აქვს ფარული ვიდეო-აუდიო მასალის ფარგლებში", - ამბობს სქმის პროკურორი.
კარტოგრაფების საქმეზე პროკურატურა ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საზღვრების დელიმიტაციის პროცესში, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ადანაშაულებს.
ბრალდებულები სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გასული 2021 წლის 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.
მსგავსი სიახლეები
"არასდროს შევეგუებით რუსეთის მიერ ქართული და უკრაინული მიწების უკანონო ოკუპაციას და არც "რუსულ სამყაროს" - ანდრეი სიბიგა
"მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გააძლიეროს ზეწოლა მოსკოვზე, დააწესოს მკაცრი სანქციები და უზრუნველყოს სრული ანგარიშვალდებულება რუსული დანაშაულებისთვის"