სუსი, როგორც პოლიტიკური რეპრესიების იარაღი და პარლამენტი, რომელიც მას არ აკონტროლებს - NDI-ს კვლევა
ადამიანების უკანონო მიყურადება, თვალთვალი და სუსი, როგორც პოლიტიკური რეპრესიების იარაღი - კვლევას გავლენიანი ორგანიზაცია "დემოკრატიის ინსტიტუტი" აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახური საკუთარ ფუნქციას არ ასრულებს, თუმცა არაფერს აკეთებს არც მის კონტროლზე პასუხისმგებელი პარლამენტიც.
"დემოკრატიის ინსტიტუტის" კვლევით დგინდება, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში უსაფრთხოების მიმართულებით სერიოზული პრობლემებია. ოპოზიციას არ ეძლევა საშუალება პარლამენტში შს მინისტრი ან სუსის ხელმძღვანელი მიიწვიონ და კომიტეტებზე კითხვები დაუსვას.
ორგანიზაციის წევრები ახლა სუსზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვენ.
უსაფრთხოების კუთხით მთავარი მიგნება არის ის, რომ საქართველოს პარლამენტი ვერ ახორციელებს ეფექტიან ზედამხედველობას უსაფრთხოების სექტორზე. აი, მაგალითად, მოსმენების საქმესთან დაკავშირებით, როდესაც უკვე გამოაშაკარავებული უნდა იყოს, ვინ იდგა ამ უკანონო მოსმენების უკან, საქართველოს პარლამენტმა ვერაფერი გააკეთა, იმიტომ, რომ ოპოზიციის დაბარებულზე უსაფრთხოების სამსახურის უფროსი არ ცხადდება, - ამბობს "დემოკრატიის ინსტიტუტის" დირექტორი თამარ ხიდაშელი.
ოპოზიციის წევრი თამარ კორძაია ამბობს, რომ საპარლამენტო კონტროლის ცნება საქართველოშ არ არსებოს. მისი თქმით, ხელისუფლების მაღალჩინოსნები ოპოზიციას კითხვებზე ან არ პასუხობენ ან სხვა პასუხს სცემენ.
საპარლამენტო კონტროლი უსაფრთხოების სექტორზე, ეს ცნება, უბალოდ, სასაცილოც კი ხდება, იმიტომ, რომ არ არსებობს ასეთი კონტროლი. რაც არ უნდა ვიკითხოთ, ჩვენ ან არ გვაწვდიან პასუხს ან სხვა პასუხებს გვცემენ, ეს ერთი და მეორე, მაგალითად, როდესაც უსაფრთხოების უფროსი მოვიდა პარლამენტში, დახურული სხდომა ჩატარდა, მაგრამ მას ერთი სიტყვითაც დახურულ სხდომაზე იმაზე მეტი არ უთქვამს, რაც საჯარო ანგარიშში ეწერა, - ამბობს თამარ კორძაია.