რა ოდენობის შემოწირულებები მიიღეს პარტიებმა და ვინ იყვნენ ოცნების მსხვილი დონორები - TI-ის კვლევა

28.02.23 12:53
რა ოდენობის შემოწირულებები მიიღეს პარტიებმა და ვინ იყვნენ ოცნების მსხვილი დონორები - TI-ის კვლევა

რა ოდენობის შემოწირულებები მიიღეს პარტიებმა და ვინ იყვნენ მმართველი პარტიის მსხვილი დონორები 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ახალ კვლევას აქვეყნებს.

ირკვევა, რომ მითითებულ პერიოდში ყველა პარტიამ ჯამში 742 230 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო. აქედან 370 000 ლარი (50%) მმართველ პარტიაზე მოდიოდა

მეორე ადგილზეა „კონსერვატიული მოძრაობა“ („ალტ-ინფო“) 158,098 ლარით

ხოლო მესამეზე – „ლელო საქართველოსთვის“ 151 337 ლარით.

ამასთან, ირკვევა ისიც, რომ საანგარიშო პერიოდში მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ჯამურად 102 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერებში გაიმარჯვეს, წარსულში კი სულ 223 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები აქვთ მოგებული.

ამავე პერიოდში მმართველი პარტიის დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 51 000 ლარის ღირებულების პირდაპირი შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს, წარსულში კი მათ სულ 19 მილიონი ლარის პირდაპირი კონტრაქტი აქვთ მიღებული.

 

პოლიტიკური შემოწირულებების კვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი N2 - დეტალები ნახეთ აქ

მსგავსი სიახლეები