დონორების მხარდაჭერით შეიცვალა შრომის კანონმდებლობა და შეიქმნა შრომის ინსპექცია - პროფკავშირები "რუსული კანონის" წინააღმდეგ
ხალხის ძალის“ მიერ დაინცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, განსაკუთრებით კი 27 თებერვალს დარეგისტრირებული ალტერნატივა, უხეშად არღვევს თავად საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებებს - ამის შესახებ პროფკავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.
მათი თქმით, პროფკავშირებისთვის უცხოური დონორების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასაქმებულთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, ასევე უცხოური დონორების მხარდაჭერით განხორციელდა ესა თუ ის ცვლილება შრომის კანონმდებლობაში.
სწორედ დონორების მხარდაჭერით განხორციელდა ცვლილებები შრომის კანონმდებლობაში ყველა ეტაპზე და შეიქმნა შრომის კანონმდებლობის აღმასრულებელი ინსტიტუცია შრომის ინსპექციის სამსახურის სახით, რითაც, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, -აღნიშნულია პროფკავშირების განცხადებაში.
როგორც პროფკავშირების განცხადებაში ვკითხულობთ, კანონის რამდენიმე პუნქტი ბუნდოვანია და ზრდის კონტროლის გზით ჩარევის ალბათობას, ასევე პრობლემურია ტერმინია ,,აგენტის" გამოყენებაც.
კანონპროექტის ზოგიერთი პუნქტი იმდენად ბუნდოვანია, რომ განუსაზღვრელად ზრდის როგორც ზედამხედველი ორგანოს უფლებამოსილებას, თითქოსდა კონტროლის გზით ჩაერიოს ამა თუ იმ ორგანიზაციის საქმიანობაში, ისე, პირთა წრეს, ვისზეც შეიძლება, კანონის მოქმედება გავრცელდეს. უკიდურესად პრობლემურია, კანონპროექტში თავად ტერმინის ,,აგენტი“ გამოყენება, რომელიც მხოლოდდამხოლოდ უარყოფითი კონოტაციის მატარებელია და აღნიშნულის გასანეიტრალებლად რიგი პარლამენტარების მიერ გაკეთებული განცხადებები მის განმარტებასთან დაკავშირებით ვერ გამოდგება,- ვკითხულობთ განცხადებში.
განცხადების მიხედვით, საგანგაშოა, განზრახვა, „უცხორი გავლენის აგენტად“ რეგისტრაცია და შემდგომში მის საქმიანობაზე ზედამხედველობა მიენდოს უშუალოდ გენერალურ პროკურორს.
ცნობისთვის, 14 თებერვალს მოძრაობა „ხალხის ძალამ“ პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო ინიციატივა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით. 27 თებერვალს კი ამავე პოლიტიკურმა ძალამ, იმავე საკითხზე, წარადგინა ალტერნატიული კანონპროექტი.
მსგავსი სიახლეები
"არასდროს შევეგუებით რუსეთის მიერ ქართული და უკრაინული მიწების უკანონო ოკუპაციას და არც "რუსულ სამყაროს" - ანდრეი სიბიგა
"მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გააძლიეროს ზეწოლა მოსკოვზე, დააწესოს მკაცრი სანქციები და უზრუნველყოს სრული ანგარიშვალდებულება რუსული დანაშაულებისთვის"