ბანკი ივანიშვილს ფულს არც ქველმოქმედებისთვის აძლევს - ადვოკატი პირველ კომენტარს "პირველებთან" აკეთებს
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი "პირველებთან" ადასტურებს, რომ შვეიცარიული ბანკი ოლიგარქს ფულს არც ქველმოქმედებისთვის აძლევს.
ვიქტორ ყიფიანი აღნიშნავს, რომ "კრედიტ სვისისგან" ბიძინა ივანიშვილს პასუხი მისდის, რომ ის ძალიან დიდ თანხას ხარჯავს ქველმოქმედებაში და შვილებზე შეიძლება არ იზრუნოს, მათ რაიმე დააკლოს და თანხას არ ურიცხავს.
როდესაც გინდა მიმართო ქველმოქმედებაზე გარკვეული თანხა, ბანკმა შეიძლება განსაზღვროს რა არის ქველმოქმედებისთვის საკმარისი და რა არ არის. ეს არის აბსოლუტურად ალოგიკური მიდგომა. ამაზეც როცა ჩვენ ვთავაზობთ -შენ დაგვიანგარიშე, რა არის შენი აზრით, გონივრული თანხა და თუ შენ ამ მხრივ გონივრული შეშფოთება გაქვს, რომ ოჯახის წევრთა ინტერესები შეიძლება დაზიანდეს, ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა შესაძლო ბენეფიციარმა ხელი მოაწეროს იმას, რომ ისინი თანახმა არიან, რომ სწორედ ამ ოდენობის თანხა მიემართოს და არა ნაკლები. აქაც ჩვენ რაციონალურ და ლოგიკურ პასუხს ვერ ვიღებთ.
ბანკი გამოხატავს მზადყოფნას, რომ არსებული თანხების 7% გადმოგვირიცხოს და კითხვაზე რატომ 7 და არა მეტი ან ნაკლები, რას ეფუძნება ეს გაანგარიშება, რა არის ამ ფორმულის ახსნა, აქაც ჩვენი კითხვა დარჩა პასუხგარეშე გამოკიდებული. თურმე მათ უკეთ ესმით, როგორ შეიძლება დაიგეგმოს შთამომავლობის ფინანსური მომავალი, სწორედ ამაში ვხედავთ ჩვენ, რბილად რომ ვთქვათ, შეუსაბამობას, როგორ შეიძლება ეს გარეშე პირმა, ბანკმა იმაზე უკეთ განსაზღვროს, ვიდრე ამის გაკეთება მე შემიძლია"- აცხადებს ყიფიანი.
ადვოკატის თქმით, ბიძინა ივანიშვილი "კრედიტ სიუსგან" მილიარდ ნახევარის ითხოვს:
თუ მეხსიერება არ მღალატობს, როდესაც ჩვენ სინგაპურის პროცესზე ვსაუბრობთ და ჩვენ ვთქვით, რომ სინგაპურის პროცესის მიმდინარეობისას გადმორიცხა ბაკმა ეს თანხა და ჩვენ ეს იმით ავხსენით, რომ ბანკს არ უნდოდა საკუთარი იმიჯის შელახვა სინგაპურის სასამართლოს თვალში და რეალურად ამან განაპირობა მისი მოქმედება. თუ მეხსიერება არ მღალატობს აქ საუბარია 20- 21 მილიონზეა საუბარი. მთლიანობაში ვედავებით მინიმუმ მილიარდ ნახევარს. გიდასტურებთ, რომ ჩვენ კრედიტსვისისადან გადავიტანეთ ანგარიშები, თანხა გადავიტანეთ სხვა ბანკში, თუმცა მიუხედავად ბანკის ცვლილებისა მმართველი კომპანია ტრასტი იგივეა. ეს არის ტრასტი, რომელიც კრედის სვისის მიერაა შექმნილი"- დასძინა მან.