"ფეიკ-პიარის ტრენდის გაგრძელება" - მდინარაძე პოლონურ გამოცემას თავს ესხმის

28.02.23 13:25
"ფეიკ-პიარის ტრენდის გაგრძელება" - მდინარაძე პოლონურ გამოცემას თავს ესხმის

მამუკა მდინარაძე ქართულ მედიაზე კრიტიკის შემდეგ პოლონურ გამოცემას დაესხა თავს და ის ტყუილში დადანაშაულა. 

"ოცნების" ლიდერი აცხადებს, რომ იუსტიციის მინისტრმა ელჩებს დეტალურად აუხსნა, რომ სააკაშვილი თვითდაზიანებს იყენებს და ასევე ამბობს, რომ 27-ვე ქვეყანაში შეცდომაში არის შეყვანილი

მდინარაძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეზე პასუხისმგებელობას არ აიღებს არც პენიტენციური და არც კლინიკა, რადგან მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანებას მიმართავს

არც გადაყვანაზე და არც მსგავს საკითხზე ამ დემარშის განხორციელების და ამომწურავი პასუხის გაცემის დროს საუაბრი არ ყოფილა. ახლა საუბრობს პოლონური მედიის ნაწილი, ქართული მედიის ის ცრუ ნაწილი, რომელიც ნაცმოძრაობის ტელევიზიები ქვია. ჩვენ თუ მივეჩვიეთ, რომ შეხვედრაზე ერთი მხარე და მეორე მხარე რასაც ლაპარაკობდნენ შეხვედრაზე, ის კი არ დავიჯერეთ, მესამე რასაც იტყუება, ის დავიჯერეთ, მაშინ საზოგადოებას მოვატყუებთ და მე არ ვაპირებ საზოგადოების მოტყუებას თქვენსავით. ეს ყველაფერი ფეიკია, ფეიკ-პიარის ტრენდის გაგრძელებაა. სააკაშვილი უბრალოდ იტყუება და თუკი ვინმეს უნდა, რომ მართლა მისიჯანმრთელობის მდგომარეობისთვი იზრუნოს, მოუწოდეს რომ ორმაგი კალორია მიიღოს. მას აქვს ამის შესაძლებლობა, რაც დასტურდება ექიმების დასკვნით. ისინი შეშფოთებულები არიან მისი მდგომარეობით, ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლება გამოხატეს შეშფოთება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, რომელიც სიანმდვილეში დაფუძნებულია ფეიკზე. დიახ 27-ვე ქვეყანა სიცრუეშია შეყვანილი. ამ ქვეყანაში გვყავს ერთი პატიმარი, რომელიც თვითდაზიანებს ეწევა, რომელზეც არავინ პასუხისმგებლობას არ იღებს, თუ გააგრძელებს თვითდაზიანებებს, პასუხისმგებლობა იქნება მასზე. პენიტენციური სისტემა პასუხს აგებს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თუ ის არ ეწევა თვითდაზიანებებს. ეს განუმარტა რატი ბრეგაძემ ელჩენბს დემარშის პასუხად", - ამბობს მდინარაძე. 

გავლენიანი პოლონური გაზეთი მიხეილ სააკაშვილზე წერს. სტატიაში ნათქვამია, ევროკავშირის ქვეყნებმა ორშაბათს მიმართეს საქართველოს ხელისუფლებას, მოხდეს მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადება. 

არადა იუსტიიის მინისტრი უარყოფდა, რომ შეხვედერაზე საუბარი მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას ეხებოდა.

პოლონური მედია ასევე წერს, რომ პოლონეთი მზადაა, სააკაშვილის გადაყვანა სამკურნალოდ თავად უზრუნველყოს.

დიპლომატების დემარში თებერვლის პირველ ნახევარი იყო დაგეგმილი, თუმცა მას უნგრეთი ბოლოკავდა" - წერს პოლონური მედია.

მსგავსი სიახლეები