მომაკვდავ პატიმარზე სააპელაციოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია - ადვოკატი პროცესების გაჭიანურებაზე საუბროს
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი პროცესების ხელოვნურად გაჭიანურებაზე საუბრობს.
შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში ხუთ დღეზე მეტია მომაკვდავი პატიმრის საქმე დევს და პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა.
ხაჭაპურიძის თქმით, სასამართლო დირექტივას ელოდება, რომელიც, როგორც ჩანს, "ზევიდან" ჯერ არ მიუღიათ.
დაცვის მხარე ამჯამად ელოდება თბილისის სააპელაციო სასამართლოს. უკვე მეოთხე თუ მეხუთე დღეა, რაც საქმე შემოსულია სასამართლოში, თუმცა პროცესი არ ჩანიშნულა. მომაკვდავი პატიმრის საქმე უკვე მეხუთე დღეა, თუ მეტი არა, დევს სააპელაციო სასამართლოში. როგორც ჩანს, ჯერ დირექტივა არ მიუღიათ ზევიდან, რა უნდა გააკეთონ და ელოდებიან. სხვას ვერაფერს ვერ მივაწერთ იმას, რა უმსგავსობა ხდება დღეს ამ სასამართლოში", - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.
მსგავსი სიახლეები
"არასდროს შევეგუებით რუსეთის მიერ ქართული და უკრაინული მიწების უკანონო ოკუპაციას და არც "რუსულ სამყაროს" - ანდრეი სიბიგა
"მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გააძლიეროს ზეწოლა მოსკოვზე, დააწესოს მკაცრი სანქციები და უზრუნველყოს სრული ანგარიშვალდებულება რუსული დანაშაულებისთვის"