პრეზიდენტი რუსულ კანონს ვეტოს დაადებს
პრეზიდეტნტმა სალომე ზურაბიშვილმა დაანონსა რომ რუსულ კანონს ვეტოს დადებს. განცხადება მან სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“, გენდერული თანასწორობისთვის ყოველწლიური პოლიტიკური ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
პრეზიდენტის განცხადებით, ე.წ ხალხის ძალის კანონპროექტის მიზანია ქვეყანა ევრიოპას დააშოროს.
ვინაიდან აქ ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა წარმოდგენილი, მინდა გითხრათ, სხვათაშორის პირველი ვიყავი, ვინც კომენტარი გააკეთა ამ თემაზე. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ იმ კანონის რაც ახლა იხილება. არ შევალ მის განხილვაში, ყოველშემთხვევაში ვეტოს დავადებ. არ მაქვს სამართლებრივი პოზიციები, რომ ეს ან ის მუხლი არ ვარგა. ეს კანონი მიღებულია იმისთვის, რომ ევროპას დაგვაშოროს. ამდენად ის ჩემთვის მიუღებელია"- აღნიშნა პრეზიდენტმა.
მსგავსი სიახლეები
"არასდროს შევეგუებით რუსეთის მიერ ქართული და უკრაინული მიწების უკანონო ოკუპაციას და არც "რუსულ სამყაროს" - ანდრეი სიბიგა
"მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გააძლიეროს ზეწოლა მოსკოვზე, დააწესოს მკაცრი სანქციები და უზრუნველყოს სრული ანგარიშვალდებულება რუსული დანაშაულებისთვის"