კანონმა შესაძლოა, შემაძრწუნებელი გავლენა იქონიოს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობაზე - კომისარი პაპუაშვილს აფრთხილებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი მიწერილ წერილში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, კომისარი მიატოვიჩი გამოთქვამს შეშფოთებას, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა, სერიოზული შემაძრწუნებელი გავლენა იქონიოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობაზე.
ასეთი საკანონმდებლო ინიციატივა ბადებს უამრავ შეშფოთებას ადამიანის უფლებების შესახებ ევროპის საბჭოს სტანდარტების ფონზე გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ გამჭვირვალობა შეიძლება იყოს ლეგიტიმური საზრუნავი, ის არ უნდა იყოს მიღწეული არაკომერციული ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების უფლებებითა და თავისუფლებებით ეფექტური სარგებლობისა და მათი ლეგიტიმური საქმიანობის საზიანოდ, - ამბობს კომისარი.
ამ კონტექსტში, კომისარი მოუწოდებს პარლამენტს, უარყოს ეს ან ნებისმიერი მსგავსი კანონპროექტი და ცალსახად მიიღოს ვალდებულება ხელი შეუწყოს მრავალფეროვან და ენერგიულ სამოქალაქო მონაწილეობას საზოგადოებრივ საქმეებში, ასევე, შექმნას ხელსაყრელი გარემო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადამიანების ფუნქციონირებისთვის.