საქართველოს ხელისუფლება ნელ-ნელა კლავს სააკაშვილს - კულება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოში ელჩის დანიშვნა ფინალურ ეტაპზეა, თუმცა როდის გააგზავნის უკრაინა მას საქართველოში, ეს უკვე პოლიტკური საკითხია.
კულება ასევე პირდაპირ და ხაზგასმით ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ნელ-ნელა კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს.
ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი. საქართველოს ხელისუფლება ნელ-ნელა კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს. მათ შეიძლება ნებისმიერი აზრი ჰქონდეთ სააკაშვილზე, როგორც პოლიტკოსზე, მაგრამ სააკაშვილი არის ჩემთვის, როგორც საგარეო საქმეთა მინისიტრისთვის, პირველ რიგში უკრაინის მოქალაქე. მე ვიბრძოლებ მისი ინტერესებისთვის - ამბობს კულება.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრია ასევე ამბობს, რომ უკრაინას თითი არ გაუნზრებია, რომ ურთიერთობა საქართველოსთან გაფუჭებულიყო, პირიქით, კულებას თქმით, უკრაინამ დიდი ინვესტირება ჩადო ამ ურთიერთობის შენარჩუნებაში.
მსგავსი სიახლეები
"არასდროს შევეგუებით რუსეთის მიერ ქართული და უკრაინული მიწების უკანონო ოკუპაციას და არც "რუსულ სამყაროს" - ანდრეი სიბიგა
"მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გააძლიეროს ზეწოლა მოსკოვზე, დააწესოს მკაცრი სანქციები და უზრუნველყოს სრული ანგარიშვალდებულება რუსული დანაშაულებისთვის"