ვიზიარებ და მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს - ხატია დეკანოიძე

28.02.23 15:15
ვიზიარებ და მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს - ხატია დეკანოიძე

პრეზიდენტის განცხადება, რომ რუსულ კანონს ვეტოს დაადებს, მოსწონთ ოპოზიციაში. როგორც ხატია დეკანოიძემ განაცხადა, მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას. 

მისი თქმით, ყველა საშუალება უნდა იყოს გამოყენებული, რომ მძიმე კანონი არ მიიღონ. 

ძალიან მნიშვნელოვანია, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება. ორივე კანონპროექტი არის რუსული და საქართველოში რუსეთის კონცეპტუალური მართვის მოდელის გადმოტანას ნიშნავს. ვიზიარებ და მხარს ვუჭერ, რომ მან ვეტო დაადო. ყველა გზა უნდა ვიპოვოთ, რომ შევაჩეროთ ამ კანონპროექტების მიღება"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონპროექტზე საუბრისას პირდაპირ თქვა, რომ ევროინტეგრაციას ექმნება საფრთხე. პრეზიდენტი ვეტოს აანონსებს. 

 

მსგავსი სიახლეები