საბოლოოდ ეს კანონი მოუსავლეთში წავა - იაგო ხვიჩია
გირჩის“ ლიდერი დარწმუნებულია რომ "აგენტების რეგისტრაციაზე კანონპროექტს" პარლამენტი არ მიიღებს.
იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ეს კანონპროექტები ხელისუფლებამ ყურადღების გადასატანად შემოიტანა:
თუ ამ კანონს მიიღებენ მასზე ვეტო, რა თქმა უნდა, დასადებია, მაგრამ მე არ მჯერა, რომ ამ კანონს მიიღებენ, პირველი მოსმენით მიიღებენ, ვენეციის კომისიაში გააგზავნიან და წავა ეს კანონი მოუსავლეთში, მაგრამ ამ დროს ჩავლილი იქნება ჯარის რეფორმა და თქვენს ოპერატორებს, შეყვარებულებს, საყვარლებს იძულებით წაასხამენ ჯარში”,- განაცხადა ხვიჩიამ.