ივანიშვილზე თავხედური შეტევა და შანტაჟი ხორციელდება - მდინარაძე

28.02.23 15:27
ივანიშვილზე თავხედური შეტევა და შანტაჟი ხორციელდება  - მდინარაძე

მამუკა მდინარაძე Credit Suisse-ის და საერთაშორისო მედიის პოზიციას თავხედურ შეტევად და შანტაჟად მიიჩნევს. საუბარია შვეიცარული ბანკის მიერ ოლიგარქისთვის მილიონების გაყინვასა და ასევე, უარზე, რომელიც ივანიშვილს საერთაშორისო მედიის მხრიდან სტატიების გამოქვეყნებაზე ეთქვა.

"ქართული ოცნების" ლიდერი ამტკიცებს, რომ დასავლეთი ცდილობს, ჯერ ივანიშვილის ჩართოს პოლიტიკაში, შემდეგ კი ქვეყანა ომში. 

სიტყვა აბსურდსაც კი აუფასურებს იმდენად თავხედური შეტევა და შანტაჟის პირდაპირი მტკიცებულებაა. ეს არის არაფორმალური სანქციები, პრაქტიკულად, დადებული ადამიანზე, რომელსაცამ სანქციებით აშანტაჟებენ, რომ ის ჩაერთოს პოლიტიკაში იმ მიზნით, რომ მერე ქვეყანა ჩაერთოს ომში, - ამბობს მდინარაძე. 

მსგავსი სიახლეები