შემაშფოთებელია, რომ ივანიშვილი დეფაქტო სანქციის ქვეშაა - თალაკვაძე

28.02.23 15:34
შემაშფოთებელია, რომ ივანიშვილი დეფაქტო სანქციის ქვეშაა - თალაკვაძე

"ქართული ოცნები" ლიდერი არჩილ თალაკვაძე შვეიცარული ბანკის ქმედებას, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს მილიონები გაიყინა, შემაშფოთებელს უწოდებს. სახლეისუფლებ გუნდის წევრი ევროსტრუქტურებს უსამართლობაში სდებს ბრალს და ამბობს, რომ ივანიშვილი დეფატოქ სანქციების მსხვერპლია. 

შემაშფოთებელია, საგანგაშოა, როდესაც ევროპის შუაგულში ერთ-ერთი მთავარი და კონვენციური უფლების, საკუთრების უფლების ასეთი უხეში ხელყოფა ხდება და ამაზე ჯერჯერობით ნულოვანია რეაგირება იმ ევროსტრუქტურების, რომლებიც ვალდებულები არიან ასეთ დროს მოახდინონ რეაგირება ამ დარღვევაზე. მიუხედავად იმისა, რომ ბატონმა ივანიშვილმა მოიგო სასამართლო დავები, ხედავთ, რომ ის, დეფაქტო სანქციის ქვეშ იმყოფება, - ამბობს თალაკვაძე. 

მსგავსი სიახლეები