სააკაშვილს სინამდვილეში ციხიდან გათავისუფლება უნდა, საჭიროა ელჩებთან შეხვედრა - თალაკვაძე
დიპლომატიური დემარში - "ოცნების" ლიდერი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ საჭიროა ელჩებთან შეხვედრა და "იმ რეალობის მათთის მიწოდება, თუ რა ხდება სინამდვილეში პატიმარ სააკაშვილთან დაკავშირებით".
თალაკვაძე ასევე ამბობს, რომ თუ სააკაშვილის გარემოცვა დარწმუნებულია, რომ რომელიმე ქვეყანაში არის კლინიკა და ექიმები, რომლებსაც მესამე პრეზიდენტი დაუჯერებს და მას დაეხმარება კვების აღდგენაში, ხელისუფლება მზად არის, ეს ექიმები საქართველოში ჩამოიყვანოს.
მე არ მახსენდება არცერთი დემარში, მაშინ, როდესაც მართლა აწამებდნენ პატიმრებს, მაშინ, როდესაც სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, მართლა ჯანდაცვის და არაადამიანური მოპყრობის გამო კვდებოდნენ პატიმრები. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ამ შეხვედრასთან დაკავშირებით და ეს დემარში ამბობს მხოლოდ ერთადერთს, რომ საჭიროა შეხვედრა ელჩებთან და უფრო მეტად განხილვა იმ რეალობის, რაც არსებობს მათ შორის პატიმრობაში მყოფი სააკაშვილთან დაკავშირებით და მე მჯერა, რომ უახლოეს დღეებში ასეთი შეხვედრა შედგება აუცილებლად. თუ რომელიმე ქვეყანაში არის კლინიკა და ექიმები და სააკაშვილის გარემოცვა დარწმუნებულია, რომ მას დაეხმარება კვების აღდგენაში, დაეხმარება იმაში , რომ ექიმების დანიშნულება შეასრულოს, ჩვენ მზად ვართ, რომ ეს ექიმები ჩამოვიყვანოთ საქართველოში. ყოველი იმ განცხადების უკან, რომელიც მის სამკურნალოდ გადაყვანაზე გვესმის, სინამდვილეში არის გათავისუფლების მიზანი და მიზანი არის, რომ ის როგორმე გაარიდონ მართმსაჯულებას", - ამბობს არჩილ თალაკვაძე.