"შანტაჟის და ზეწოლის ნიშნებია" - ვოლსკი ივანიშვილის დეფაქტო სანქციებზე
პარლამენტის ვიცესპიკერი გიორგი ვოლსკი შვეიცარულ ბანკს და დასავლეთს ივანიშვილის წინააღმდეგ შანტაჟსა ზეწოლაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ის, რასაც დასავლეთი ივანიშვილის მიმართ ახორციელებს, უსამართლო და აბსურდულია.
რამდენად აბსურდულია ეს ყველაფერი, რომ რასაკვირველია, სრულად ნეიტრალურ ადამიანსაც კი გაუჩნდება პირველი შეკითხვა: რისთვის აკეთებენ ამას? არის თუ არა ეს შანტაჟი? რასაკვირველია, ყველა ნიშანი შანტაჟისა, ყველა ნიშანი ზეწოლისა ფინანსური რესურსის გამოყენებით არის სახეზე, - ამბობს ვოლსკი.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილს შვეიცარულმა ბანკმა Credit Suiss-მა აქტივები გაუყინა, საერთაშორისო მედია კი მას სტატიების დაბეჭდვაზე უარს ეუბნება.