სააკაშვილის გარემოცვა და ოჯახი მობილიზებულია, რომ ის იყოს ცუდად - ვოლსკი

28.02.23 15:45
სააკაშვილის გარემოცვა და ოჯახი მობილიზებულია, რომ ის იყოს ცუდად - ვოლსკი

"ოცნების" ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, სამთავრობო სტრუქტურები, მათ შორის სასამართლო და ციხის ადმინისტრაცია ცდილობს რომ სააკაშვილი იყოს ცუდად, ხოლო, ვოლსკი შეფასებით, მესამე პრეზიდენტის ოჯახი და გარემოცვა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ის იყოს ცუდად.

მთავრობის მიმართ შეიძლება გააკეთო რაღაც დემარში, შენი პოზიცია გამოხატო, თუმცა ეს ისეთი ხისტი არ არის, როგორიც გაუხარდებოდა ზოგიერთი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელს. ამ თემაზე პასუხი არის ძალიან მკაფიო - პირველი, არ აქვს ხელისუფლებას არანაირი რესურსი და არც უნდა ჰქონდეს, რომ სასამართლოს მიუთითოს, რა გააკეთოს ნებისმიერი პოლიტიკური ვითარების შემთხვევაში და მეორე, როგორც ჯანდაცვის სიტემა, ისე ნებისმიერი სხვა, მის გარშემო, თუნდაც მისი ოპონენტები მობილიზებულები არიან იმისათვის, რომ სააკაშვილი იყოს კარგად, ადმინისტრაია ციხის, მათ შორის, სამთავრობო სტრუქტურებიდან გამომდინარე. მთელი მისი გარემოცვა და მისი ოჯახი მობილიზებულია იმისთვის, რათა სააკაშვილი იყოს ცუდად. ეს არის მოცემულობა და ამ მოცემულობაში დანარჩენი ყველაფერი არის პოლიტიკური სპეკულაცია", - ამბობს გია ვოლსკი. 

მსგავსი სიახლეები