შეიძლება, ივანიშვილს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს - გიორგი ვაშაძე

28.02.23 15:48
შეიძლება, ივანიშვილს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს - გიორგი ვაშაძე

ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დამცველების განცხადებებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე სიგიჟეს უწოდებს. ოპოზიციონერი ლიდერი არ გამორიცხავს, რომ თავად ივანიშვილსაც ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდეს. 

ეს ხალხი, უბრალოდ, გაგიჟდა. ვინც ამ სტაყიებს წერს და ვინც ამ განცხადებებს აკეთებს, მე არ მგონია, რომ ნორმალურ ჭკუაზე იყოს. ის ხალხი, ვინც არის, მათ შორის, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილისაც შეიძლება ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, როცა ამ დონეზე წავიდა უკვე მისი... რაღაცა "მის შვილთაშვილებს" უწმნიან პრობლემებს თუ რაღაცა სისულელეები... სერიოზული კომენტარი როგორ უნდა გავაკეთოთ ამ სიგიჟეზე, - ამბობს ვაშაძე. 

ბიძინა ივანიშვილის  ადვოკატები აქვეყნებენ სტატიას, რომლის გამოქვეყნებაზეც "ქართული ოცნების" ყოფილ თავმჯდომარეს და ყოფილ პრემიერ-მინისტრს ევროპულმა პრესამ ისევ უარი უთხრა. 

მათი თქმით, "კრედიტ სუისს-ის მენეჯმენტი დაუფარავად აშანტაჟებს ივანიშვილს და მიზანმიმართულად ანგრევს საკუთარი ბანკისა და შვეიცარიის საბანკო სისტემის იმიჯს".

სტატიაში წერია, ისიც რომ როდესაც ივანიშვილი ითხოვს თანხის საქველმოქმედო ფონდში გადარიცხვას, პასუხი მისდის, რომ ის ძალიან დიდ თანხას ხარჯავს ქველმოქმედებაში და შვილებზე შეიძლება არ იზრუნო, მათ რაიმე დააკლო და ამიტომ თანხის გადარიცხვაზე უარს იღებს. 

მსგავსი სიახლეები