გაერკვნენ, რატომ დაუჭირა მხარი სააკაშვილმა და ენმ-მ აგვისტოს ომში საკუთარი ქვეყნის დადანაშაულებას - თალაკვაძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის განაცხადებით, პარლამენტს არ აქვს ინიციატივა, რომ 2008 წლის ომზე გამოძიება დაიწყოს.
თალაკვაძე ამბობს, რომ სწორედ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა დაადანაშაულა საკუთარი ქვეყანა აგვისტოს ომში და კითხვებზე პაუსხებსაც მათ უნდა გასცენ პასუხები.
„ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური გუნდი და ის ხელისუფლება, რომელმაც საერთაშორისო სასამართლოებში მნიშვნელოვანი სამართლებრივი დავები მოიგო და დაამტკიცა ქართველი ჯარისკაცების სიმართლე. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩვენს ჯარისკაცებს მშვიდობიან მოსახლეობაზე შეტევა არ დაუწყიათ. სამწუხაროდ, ევროსაბჭოს რეზოლუციაში სააკაშვილმა და მისმა გუნდმა დაადანაშაულა საკუთარი ქვეყანა. ამიტომ კითხვები არსებობს სააკაშვილსა და იმ დანარჩენ ოპონენტებს შორის, ვისაც აწუხებთ ეს საკითხი და პირველ რიგში, ისინი უნდა გაერკვენ, თუ რატომ დაუჭირა მხარი "ნაციონალურმა მოძრაობამ" საკუთარი ქვეყნის დადანაშაულებას". - ამბობს თალაკვაძე.
პარლამენტმა, შესაძლოა, აგვისტოს ომის შესახებ საგამოძიებო კომისია შექმნას. ამ ინიციტივით დღეს ევროპელი სოციალისტების ჯგუფი გამოვიდა. ინიციატივა პრორუსული განცხადებებით ცნობილ ფრიდონ ინჯიას ეკუთვნის. თუმცა ირკვევა, რომ ინჯია მარტო არ არის და მის ამ ინიციტივას მხრდაჭერა "ქართული ოცნებისგანაც" ექნება.
მსგავსი სიახლეები
"არასდროს შევეგუებით რუსეთის მიერ ქართული და უკრაინული მიწების უკანონო ოკუპაციას და არც "რუსულ სამყაროს" - ანდრეი სიბიგა
"მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გააძლიეროს ზეწოლა მოსკოვზე, დააწესოს მკაცრი სანქციები და უზრუნველყოს სრული ანგარიშვალდებულება რუსული დანაშაულებისთვის"