ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა წულუკიანს დავა სააპელაციოშიც ამოუგო
ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა დინარა ვაჩნაძემ კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს დავა სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო. საქმე ეხება სამსახურიდან მის უკანონოდ გათავისუფლებას. ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს.
SJC-ის ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
აღსანიშნავია, რომ გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ ცნობასთან ერთად, ახლა უკვე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებითაც, მოპასუხე მხარეს დაეკისრა როგორც კომპენსაციის, ისე გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის სახით ხელფასის ოდენობის თანხის გადახდა". - ნათქვამია SJC-ის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ კულტურის მინისტრის პოსტზე თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ ეროვნული მუზეუმიდან ათობით თანამშრომელი გაათავისუფლეს.
მსგავსი სიახლეები
"არასდროს შევეგუებით რუსეთის მიერ ქართული და უკრაინული მიწების უკანონო ოკუპაციას და არც "რუსულ სამყაროს" - ანდრეი სიბიგა
"მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გააძლიეროს ზეწოლა მოსკოვზე, დააწესოს მკაცრი სანქციები და უზრუნველყოს სრული ანგარიშვალდებულება რუსული დანაშაულებისთვის"