ჰააგაში მარცხისთვის განწირული რუსეთისთვის საქმის შემოტრიალების მცდელობა - ვაშაძე აგვისტოს ომის კომისიის შექმნაზე
"სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ აგვისტოს ომზე პარლამენტში კომისიის შექმნა მხოლოდ ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ ჰააგაში მარცხისთვის განწირული რუსეთის მხარისთვის საქმე შემოატრიალონ და პოზიტიური არგუმენტები შექმნან.
ჰააგამ თქვა, რომ ომი დაიწყო რუსეთმა. დღეს რომ მედვედევზე საქმე არ არის აღძრული ჰააგის სასამართლოში, ზუსტად ამ ადამიანების მუშაობის შედეგია. ქართულმა პროკურატურამაც რუსულ მხარეზე არ აღძრა საქმე და მხოლოდ და მხოლოდ გარდაცვლილ გენერალს შეატოვა საქმე ჰააგამაც. აი ეს არის დანაშაული საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. რაც შეეხება ამ კომისიას, ერთადერთ მიზანს, რასაც ეს ემსახურება არის ის, რომ შემოატრიალონ ჰააგაში მარცხისთვის განწირული რუსეთის მხარისთვის და რამე პოზიტიური არგუმენტები შექმნას. მეტს ეს არაფერს არ ემსახურება", - ამბობს გიორგი ვაშაძე.
პარლამენტმა, შესაძლოა, აგვისტოს ომის შესახებ საგამოძიებო კომისია შექმნას. ამ ინიციტივით დღეს ევროპელი სოციალისტების ჯგუფი გამოვიდა. ინიციატივა პრორუსული განცხადებებით ცნობილ ფრიდონ ინჯიას ეკუთვნის. თუმცა ირკვევა, რომ ინჯია მარტო არ არის და მის ამ ინიციტივას მხრდაჭერა "ქართული ოცნებისგანაც" ექნება.
მსგავსი სიახლეები
"არასდროს შევეგუებით რუსეთის მიერ ქართული და უკრაინული მიწების უკანონო ოკუპაციას და არც "რუსულ სამყაროს" - ანდრეი სიბიგა
"მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გააძლიეროს ზეწოლა მოსკოვზე, დააწესოს მკაცრი სანქციები და უზრუნველყოს სრული ანგარიშვალდებულება რუსული დანაშაულებისთვის"