"მასობრივი ძალადობა ხელისუფლებამ ვერ აღკვეთა" - 5 ივლისის მოვლენები სახდეპის ანგარიშში მოხვდა

28.02.23 17:33
"მასობრივი ძალადობა ხელისუფლებამ ვერ აღკვეთა" - 5 ივლისის მოვლენები სახდეპის ანგარიშში მოხვდა

5 ივლისის მოვლენები სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმის შესახებ მომზადებულ ანგარიშში მოხვდა. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ მასობრივი ძალადობის და არეულობის ფაქტის პრევენცია ძალოვანმა უწყებებმა ვერ შეძლეს. ამ დრომდე კი რადიკალური დაჯგუფების არცერთ ლიდერს ან ორგანიზატორს არც  სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაკისრებია და ისინი ახლა ციხის ნაცვლად ე.წ. პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან.

სახელმწიფო დეპარტამენტის მომზადებულ ანგრიშში საუბარია ირაკლი ღარიბაშვილზეც და ნათქვამია, რომ მასობირვი დაპირსიპირება მისი განცხადების შემდეგ დაიწყო.

5 ივლისის აქციაზე დაზარალებული ჟურნალისტები კი ამბობენ, რომ მოძალადეები ხელისუფლებასტან შეთანხმებით მოქმედებდნენ და მათ ჰქონდათ გარანტია, რომ ჩადენილი დანაშაულებებისთვის არ დააკავებდნენ.

მე საერთოდ არ მიკვირს ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ არ დასაჯა არც ორგანიზატორები და არც დამნაშავეები. ეს არის მარტივი სქემა: ხელისუფლებამ მათ მისცა დავალება, რომ ჟურნალისტებზე მოეწყოთ ეს სპეცოპერაცია, ფიზიკურად გასწორებოდნენ მათ იმ გარანტიით, რომ ისინი მათ არ დააკავებდნენ და სწორედ ეს ვიხილეთ. ჩემს შემთხვევაშიც, კადრებშ ჩანდა როგორ მისწორდებოდა ფიზიკურად სულ მცირე 10-მდე პირი, დაკავებული არის მხოლოდ ერთი, რომელიც უკვე თავისუფალია. ორგანიზატორებზე საერთოდ საუბარი არ გვაქვს, - ამბობს ჟურნალისტი რატი წვერავა. 

პარლამენტის თავმდჯომარე კი ამბობს, რომ ყველა დანაშაულს მართლმსაჯულების სისტემა გსანზღვრავს. 

მართლმსაჯულებას ახორციელესბ მართლმსაჯულების სისტემა. ვისზეც ამბობს მართლმსაჯულების სისტემა, რომ ის არის დამნაშავე, ის არის დამნშავე, ვისზეც არ ამბობს, რომ არის დამნშავე - ის არ არის დამნშავე, - ამბობს შალვა პაპუაშვილი. 

მსგავსი სიახლეები