აბაშის მერმა და მაღალჩინოსნებმა ხელფასები მოიმატეს (დოკუმენტაცია)
აბაშის მერმა და მაღალჩნოსნებმა ხელფასები მოიმატეს - ამის ამსახველ დოკუმენტაციას ფიქრია გვაზავა ავრცელებს.
გვაზავა წერს, რომ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 თებერვლის მორიგი #2 სხდომის დღის წესრიგში დამტკიცებული იქნა გაზრდილი შრომითი ანაზღაურების საკითხი.
კერძოდ, გაიზარდა, ქალაქის მერის, მისი მოადგილეების და მერიის სამსახურის უფროსებისა და სპეციალისტების, აგრეთვე მოსახლეობის მიერ არჩეული საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, სამსახურის უფროსებისა და სპეციალისტების შრომითი ანაზღაურება.
"ჩემთვის სრულიად გასაგებია, რომ ყველა დასაქმებული ადამიანი უნდა იღებდეს მისთვის განკუთვნილ შრომით ანაზღაურებას, მაგრამ უბრალოდ გასაკვირი არის დღეს არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, რომლის მიღმადაც არ არის დარჩენილი რაიონში არცერთი ოჯახი, ნორმალურად ითვლებოდეს, რომ მერს ჰქონდეს 5000 ლარზე მეტი და მის მოადგილეებს 4000 ლარზე მეტი და ა.შ.
ეს ინფორმაცია ისედაც საჯაროა, მაგრამ თავს მოვალედ მივიჩნევ ინფორმაცია მივაწოდო ჩვენს გაჭირვებულ უბრალო მოსახლეობას, რომლისთვისაც ხელმისაწვდომი არ არის გაათმაგებული ციფრების ხილვა". - წერს გვაზავა.