არის მცდელობა, რომ დემოკრატიული დისკუსია ტაბუს ქვეშ მოექცეს - პაპუაშვილი პრეზიდენტის დაანონსებულ ვეტოზე

28.02.23 17:22
არის მცდელობა, რომ დემოკრატიული დისკუსია ტაბუს ქვეშ მოექცეს - პაპუაშვილი პრეზიდენტის დაანონსებულ ვეტოზე

პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის დაანონსებულ ვეტოს ეხმიანება - " არის მცდელობა, რომ დემოკრატიული დისკუსია ტაბუს ქვეშ მოექცეს"- თქვა შალვა პაპუაშვილმა საკითხის კომენტირებისას. 

"ვეტო ხომ უბრალოდ რაღაც ინსტრუმენტი არ არის" - თქვა პაპუაშვილმა სალომე ზურაბიშვილის მისამართით.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს უთხრა, საშიში სიგნალია, რომ დისკუსიის სტიგმატიზება მოხდა.

„ვეტო ხომ უბრალოდ რაღაც ინსტრუმენტი არ არის. ეს ნიშნავს მოტივირებული შენიშვნით არ მიღებას, ამიტომ მნიშვნელოვანია შენიშვნები. ჯერ პროექტი არცაა მიღებული და არა მხოლოდ მიღებული არაა, არამედ რომელი პროექტი უნდა მივიღოთ, ესეც საკითხია. მსჯელობა ჯერ მხოლოდ გაიხსნა. საშიში სიგნალია, რომ გახსნისთანავე ამ დისკუსიის სტიგმატიზება მოხდა. არის მცდელობა, რომ დემოკრატიული დისკუსია ტაბუს ქვეშ მოექცეს. ვფიქრობ, სამოქალაქო საზოგადოებამ გახსნილობა უნდა აჩვენოს ამ დისკუსიაში“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსულ კანონს ვეტოს დაადებს. 

მსგავსი სიახლეები