ყველაფერს გავაკეთებ, რომ ისინი, ვინც აგვისტოს ომზე კომისიას ითხოვენ, ჰააგის წინაშე წარსდგნენ - პაატა დავითაია

28.02.23 17:29
ყველაფერს გავაკეთებ, რომ ისინი, ვინც აგვისტოს ომზე კომისიას ითხოვენ, ჰააგის წინაშე წარსდგნენ - პაატა დავითაია

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაია აგვისტოს ომზე პარლამენტში საგამოძებო კომისიის შექმბნის კატეგორიული წინააღმდეგია. დავითაია ამბობს, რომ ეს არის აბსურდი და  საერთაშორისო სამართლის პრინციპების წინააღმდეგ წასვლა.

„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა ყველა ის ადამიანი, ვინც საგამოძებო კომისიაზე დაიწყებს მუშაობას, მოექცეს არა მარტო საერთაშორისო სანქციების, არამედ ჰააგის პროკურატურის გამოძიების ქვეშ.

5 აგვისტო, მინძაევის ბრძანება - განადგურდეს ქართული სოფელი. ზუსტად ამ ჩანაწერის საფუძველზე იყო გაცემული სანქცია ჰააგის პროკურატურის მიერ მინძაევზე და დღეს მინძაევი იმყოფება საერთაშორიო ძებნაში. ამიტომ, საგამოძიებო კომისიის შექმნა არის სამართლებრივი აბსურდი. ეს არის საერთაშორისო სამართლის პრინციპების წინააღმდეგ წასვლა. გამოვიყენებ ყველა ჩემს ბერკეტს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთ, ჩვენს მეგობრებთ, აგრეთვე საერთაშორისო სისხლის სამართლის პროკურატურასთან, რათა, თუ ეს ქმედებები დაიწყო, ყველა ის ადამიანი, ვინც ამაზე დაიწყებს მუშაობას, მოექცეს არა მარტო საერთაშორისო სანქციების ქვეშ, არამედ ჰააგის პროკურატურის გამოძების ქვეშ, როგორც რუსეთის ინტერესების გამტარებელი". - ამბობს პაატა დავითაია. 

პარლამენტმა, შესაძლოა, აგვისტოს ომის შესახებ საგამოძიებო კომისია შექმნას. ამ ინიციტივით დღეს ევროპელი სოციალისტების ჯგუფი გამოვიდა. ინიციატივა პრორუსული განცხადებებით ცნობილ ფრიდონ ინჯიას ეკუთვნის. თუმცა ირკვევა, რომ ინჯია მარტო არ არის და მის ამ ინიციტივას მხრდაჭერა "ქართული ოცნებისგანაც" ექნება. 

მსგავსი სიახლეები