ვეტომდე ჯერ ბევრი დროა, განცხადების წინასწარ გაკეთება, არ მგონია, რომ სწორი იყოს - თალაკვაძე პრეზიდენტზე

28.02.23 17:36
ვეტომდე ჯერ ბევრი დროა, განცხადების წინასწარ გაკეთება, არ მგონია, რომ სწორი იყოს - თალაკვაძე პრეზიდენტზე

"ქართულ ოცნებაში" პრეზიდენტის დაანონსებულ ვეტოს ნაჩქარევ გადაწყვეტილებად აფასებენ.  მმართველ პარტიაში სალომე ზურაბიშვილს პოლიტიკური განცხადებები ნაცვლად, პარლამნეტში "რუსული კანონის შესახებ" მოტივირებული შენიშვნები გადაგზვნას ურჩევენ: 

"ვეტომდე ჯერ ბევრი დროა. შესაბამისად, განცხადების წინასწარ გაკეთება იმაზე, რასაც წინ უსწრებს განხილვები და საპარლამენტო დისკუსია, არ მგონია, რომ სწორი იყოს", - თქვა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ყველა მხარეს მოვუწოდებს, რომ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვები აქვს, განხილვებში ჩაერთოს და საპარლამენტო დისკუსიაში მიიღოს მონაწილეობა.

საჭიროა, ოპოზიციასაც დაელაპარაკოს კრიტიკულად განწყობილი საზოგადოება, იმიტომ, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ დადის და არ აკეთებს იმას, რაც დემოკრატიული წესებით ევალება. შესაბამისად, ვიდრე ვეტო იქნება, მანამდე იქნება პოლიტიკური პროცესი, უნდა შედგეს განხილვები და ეს არის რასაც ითვალისწინებს პარლამენტის რეგლამენტი" ,- აცხადებს თალაკვაძე.

მსგავსი სიახლეები