2008 წლის ომის ბუნდოვანება თავად შექმნა "ნაციონალურმა მოძრაობამ" - პაპუაშვილი

28.02.23 17:46
2008 წლის ომის ბუნდოვანება თავად შექმნა "ნაციონალურმა მოძრაობამ" - პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კითხვები და ბუნდოვანება, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის ირგვლივ არსებობს, თავად "ნაციონალებმა" შექმენს.

პაპუაშვილი ამბობს, რომ მაშინდელი მმართველი პარტია 10 წელი უმალავდა ხალხს ინფორმაციას გაკეთებული განცხადებებისა და რეზოლუციების შესახებ. 

საგამოძიებო კომისიის შინაარსი, მე ჯერ არ ვიცი. რაც შეეხება 2008 წელს, ეს ბუნდოვანება თავად შექმნა "ნაციონალურმა მოძრაობამ" იმით, რომ სხვადასხვა რეზოლუციებს უჭერდა მხარს და სხვადასხვა განცხადებებს აკეთებდა. ყველა ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და 2008 წლის დღეებიც გვახსოვს და მათი განცხადებებიც და რეზოლუციებიც, რომლებსაც 10 წელი უმალავდნენ ქართულ საზოგადოებას. მე არ მახოვს არც ერთი ფორმატი, სადაც ამ რეზოლუციაზე იყო საუბარი და შემთხვევით გახდა შემდეგ საჯარო და მერე დავინახეთ ყველამ, თურმე რა ჩაუწერიათ შიგნით", - ამბობს პაპუაშვილი. 

პარლამენტმა, შესაძლოა, აგვისტოს ომის შესახებ საგამოძიებო კომისია შექმნას. ამ ინიციტივით დღეს ევროპელი სოციალისტების ჯგუფი გამოვიდა. ინიციატივა პრორუსული განცხადებებით ცნობილ ფრიდონ ინჯიას ეკუთვნის. თუმცა ირკვევა, რომ ინჯია მარტო არ არის და მის ამ ინიციტივას მხრდაჭერა "ქართული ოცნებისგანაც" ექნება. 

მსგავსი სიახლეები