"რუსული ოცნება" საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე საბოტაჟს ახორციელებს - ხაბეიშვილი

28.02.23 18:17
"რუსული ოცნება" საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე საბოტაჟს ახორციელებს - ხაბეიშვილი

"რუსული ოცნება" საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე საბოტაჟს ახორციელებს , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის"  თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ლევან ხაბეიშვილი  ფრიდონ ინჯიას ინიციატივას გამოეხმაურა, რომელმაც აგვისტოს ომის შესახებ პარლამენტში კომისიის შექმნა მოითხოვა.

ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ჰააგას სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის შემდეგ ხელისუფლებამ ამხანურ-კომუნისტური ე.წ. სასამართლოს მოწყობა გადაწყვიტა, რომელიც მიზნად ქართველი გმირების დისკრედიტაციას ისახავს. 

მას შემდეგ, რაც რუსეთმა შური ვერ იძია ქართელ ჯარისკაცებზე, ქართველ ოფიცრებზე, სერჯანტებზე და მათ წააგეს ჰააგის სასამართლო, ანუ იდეაში "ქართლმა ანუ რუსულმა ოცნებამაც" , მოღალატებროვმა ხელისუფლებამაც წააგო ჰააგაში სასამართლო, როცა საქართველო სრულად გამართლდა 2008 წლის რუსეთის აგრესიის მიმართებაში და ომთან დაკავშირებით, ახლა რუსულ ოცნებას დაევალა ამხანურ-კომუნისტური ე.წ. სასამართლოს მეშვეობით, ვგულისხმობ ფრიდონ ინჯიას ბოდვებს, რომ თურმე გაასამართლონ ჩვენი ჯარისკაცები, ოფიცრები, გენერლები, სერჟანტები და საქართველოს საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ რუსეთიდ არუსული ოცნება ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, ვერ იტანენ ქართელ სამხედროებს, ვერ იტანენ ჩვენს ოფიცრებს, ვერ იტანენ ჩვენს გენერლებს, სერჟანტებს და სხვათაორის, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მათ პირობებშ იდევნება რუსეთთან მებრძოლი გენერლები, მათ პირობებშ იდევნებიან პუტინტან მებრძოლი მტავარსარდლები და კლავენ ციხეში წამებით. მათ ეზიზღებათ, სძულთ, ყველაფერი ქართული, პატრიოტული, ვერ იტანენ, რომ ანწუხელიძის მსგავსი გმირები გვყავდა. 

კარგად უნდა იცოდეს საზოგადოებამ, ჩემო ძვირფასებო, რუსული ხელისუფლებაა საქართელოში და ისინი ახორციელებენ საბოტაჟს ჩვენი ევროპული მომავლისთვის ანუ ისინი გააკეთებენ ყველაფერს, რომ არ მივიღოთ სტატუსი, - განაცხადა ხაბეიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები