"დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი" - დმიტრო კულებას ღია ბრალდებები "ოცნებას"
ევროკავშირის დიპლომატების დემარშის შემდეგ "ოცნებას" უკრაინის მთავარი დიპლომატი უპირისპირდება. "ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ, საქართველოს ხელისუფლება ნელ-ნელა კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს", - აცხადებს ომში მყოფი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი და პირობას დებს, რომ სააკაშვილის გადასარჩენად ბოლომდე იბრძოლებს.
დიმიტრი კულება ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობების გაუარესების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ სააკაშვილია.
სააკაშვილზე ყველას განგაში აქვს გამოცხადებული, დუმილის რეჟიმში მხოლოდ საქართელოს პრეზიდენტია. გუშინდელი დიპლომატიური დემარში შემდეგაც პროფესიით დიპლომატი სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობს. "
ქართული ოცნება" კი ინფორმაციის დამახინჯებაში ქართულ და პოლონურ მედიას ადანაშაულებს. მმართველ გუნდში ირწმუნებიან, რომ იუსტიციის მინიტრთან შეხვედრაზე სააკაშვილის პოლონეთში გადაყვანის შესახებ საუბარი არ ყოფილა.
უფრო ვრცლად დიპლომატების დემარშის შესახებ ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.