პრეზიდენტი რუსული კანონის წინააღმდეგ - "ოცნება" ვეტოს დაძლევით იმუქრება
რუსული კანონის წინააღმდეგ პრეზიდენტიც ერთიანდება. სალომე ზურაბიშვილმა დღეს "ქართულ ოცნებას" შეუთვალა, რომ კანონს დაბლოკავს. "ეს კანონი არის იმისთვის, რომ ევროპას დაგვაშოროს," - ამბობს ზურაბიშვილი. პრეზიდენტისთვის კანონი იმდენად მიუღებელია, რომ მის სამართლებრივ განხილვასაც არ აპირებს, ისე გამოიყენებს ვეტოს უფლებას.
"ვეტოს დავძლევთ" - ზურაბიშვილის მუქარას უკვე მოყვა პასუხი "ქართული ოცნებიდან". მმართველი გუნდი პრეზიდენტს ურჩევს, არ აჩქარდეს და კანონის განხილვას დაელოდოს.
პოლიტიკური პასუხი რუსულ კანონზე და პრეზიდენტის ვეტო - ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.