"5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები დაუსჯელები არიან" - სახდეპის ხმაურიანი ანგარიში

28.02.23 20:36
"5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები დაუსჯელები არიან" - სახდეპის ხმაურიანი ანგარიში

"5 ივლისს ჟურნალისტებისა და აქტივისტების  წინააღმდეგ განხორციელებული  ძალადობის არცერთი ორგანიზატორი დასჯილი არ არის "- 2021 წლის უმძიმესი მოვლენები ტერორიზმის შესახებ  სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა. მიუხედავად 28 ადამიანის დაკავებისა და გასამართლებისა, არც ჯგუფის ლიდერებს და არც ორგანიზატორებს პასუხისმგებლობა არ დაკისრებიათ, შს სამინისტრომ კი დაპირისპირების წინააღმდეგ ზომები არ მიიღო,- წერია დოკუმენტში. 

ანგარიშში ქრონოლოგიურად არის აღწერილი, როგორ ვითარდებოდა თბილისის ცენტრში მოვლენები, როგორ დაარბიეს რადიკალებმა  პარლამენტის წინ პროტესტი, როგორ  ეცადნენ პარლამენტის შტურმს და თავს დაესხნენ არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისს. ამ ყველაფერს  კი წინ უძღოდა საქართველოს პრემიერის განცხადება, ვინც თბილისი პრაიდის ღონისძიებებს მიზანშეუწონელი უწოდა.

შტატები მიანიშნებს, რომ   რომ ღარიბაშვილმა   ძალადობა წაახალისა.

უფრო ვრცლად რა წერია სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები