ივანიშვილმა, გვითხრა, ისეთი მწვავე იყო ევროსაბჭოში თქვენი გამოსვლები, რომ იძულებული გავხდი, პუტინისთვის ბოდიში შემეთვალაო - სამნიძე

01.03.23 00:10
 ივანიშვილმა, გვითხრა,  ისეთი მწვავე იყო ევროსაბჭოში თქვენი გამოსვლები, რომ იძულებული გავხდი, პუტინისთვის ბოდიში შემეთვალაო - სამნიძე

9 წლის შემდეგ გათქმული ამბავი - "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე სკანდალურ განცხადებას აკეთებს. 

ხათუნა სამნიძის მტკიცებით, 2014 წელს, როცა ევროსაბჭოში ძალიან მკაცრი განცხადებით გამოვიდნენ თინა ხიდაშელი და ლევან  ბერძენიშვილი, ანტირუსული განცხადებები გააკეთეს, და უკრაინის ყირიმი, დონბასი დაიცვეს , ამის გამო ბიძინა ივანიშვილმა "რესპუბლიკელებს" უსაყვედურა. 

"მე ახლა ისეთ რამეს ვიტყვი, რაც არ მითქვამს ეთერში მანამდე. მაშინ ბიძინა ივანიშვილმა, ჩვენ გვითხრა, "რესპუბლიკელებს" ერთ-ერთ ლიდერს,  ისეთი მწვავე იყო ეს გამოსვლები, რომ იძულებული გავხდი შემეთვალა პუტინისთვის ბოდიში. 

დათო ბერძენიშვილს უთხრა, და შეგიძლიათ გადაამოწმოთ. პასუხი მიიღო რომ საქართველოს სახელით ილაპარაკეს ამ ადამიანებმა" - განაცხადა ხათუნა სამნიძემ ინა გრიგოლია რეაქციაში. 

მსგავსი სიახლეები