არც ერთი კანდიდატი არ იმსახურებს ომბუდსმენის პოსტს, ვინც აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ მოძრაობის ავანგარდში არ არის - ლომჯარია
ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ომბუსმენობის პოსტს არ იმსახურებს ის კანდიდატი, რომელიც რუსული კანონს არ ეწინააღმდეგება:
ჩემთვის არც ერთი კანდიდატი არ იმსახურებს სახალხო დამცველის პოსტს, ვინც აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ მოძრაობის ავანგარდში არ არის, არ იბრძვის, განგაშის ზარებს არ რეკავს, არ ხმაურობს, ხალხს არ აფხიზლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს არ ატალახებს. ეს არის ჩემთვის ტესტი - წერს ლომჯარია.