"ოცნება" თანახმაა სააკაშვილის საკითხს ქვეყნის ევროინტეგრაცია შესწიროს - ფეიგინი

01.03.23 10:40
"ოცნება" თანახმაა სააკაშვილის საკითხს ქვეყნის ევროინტეგრაცია შესწიროს - ფეიგინი

რუსი უფლებადამცველი და პუტინის მოწინააღმდეგე მარკ ფეიგინი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, ქვეყნის ევროინტეგრაცია საკუთარ ინტერესებს შესწიროს. ფეიგინის თქმით, "ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაშვებას არ აპირებს და ამაზე პასუხი საზოგადოებამ უნდა გასცეს.

ამასთან, უფლებამდაცველი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე აქტივობებს განაგრძობს. მისი თქმით, ივლისში დაგეგმილ ნატოს სამიტზე საქართელოსთვის მძიმე ზარი ჩამოჰკრავს. 

საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს სააკაშვილის გაშვებაზე. "ქართული ოცნება", როგორც ჩანს, თანახმაა შესწიროს ევროინტეგრაცია ამ სიტუაციას, რომ ხელიდან არ გაუშვას ქვეყნის კონტროლი. ისინი არ აპირებენ წასვლას. საბოლოოდ, საზოგადოების საქმეა - როგორი რეაქცია ექნება ამაზე. ჩვენ კი გავაგრძელებთ აქტივობას. ძალიან მალე მექნება შეხვედრები პერსონებთან, რომლებსაც გავლენა აქვთ გადაწყვეტილებებზე, ლიდერებთან, პირველი პირის მრჩევლებთან. ასევე ვიცი, რომ ბაიდენის ვიზიტთან და ევროპის ქვეყნების ლიდერების აქტივობის შემდეგ საქართველოს მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს. მიუხედავად ამისა, მათ ჯერ კიდევ აქვთ დრო. ივლისში კი ნატოს სამიტზე, როგორც ჩანს საქართველოსთვის საკმაოდ მძიმე ზარი გაისმება

მსგავსი სიახლეები