"ომი სააკაშვილმა დაიწყო" - ფრიდონ ინჯია საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად პარლამენტში ხელმოწერებს აგროვებს
ფრიდონ ინჯია მოქმედებაზე გადადის. დეპუტატი აგვისტოს ომის გამოსაძიებლად პარლამენტში ხელმოწერებს აგროვებს. საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის ხმა სჭირდება, რომელსაც ინჯია, სავარაუდოდ, "ოცნების" დახმარებით მოახერხებს.
"ევროპელ სოციალისტების" თავმჯდომარე ხელს პირდაპირ სააკაშვილისკენ იშვერს და ამტკიცებს, რომ ომი სწორედ მან დაიწყო.
სტრასბურგმა და ჰააგამ რაც გამოიძია, იმის რევიზიას არ ვაკეთებთ. არ აინტერესებთ მაგათ, რატომ გამოიყვანეს ათასზე მეტი ჩვენი სამხედროები კოდორიდან და კოდორის ხეობას რატომ დაარქვეს ზემო აფხაზეთი? თქვენ კითხვა არ გიჩნდებათ? ომში შექმნას, მოელაპარაკა ამერიკას და რუსეთს, რომ ომი უნდა დაწყებულიყო...სააკაშვილმა დაიწყო ყველაფერი. ტქვენ იყავით პირადად ჩართული, - ამბობს ინჯია.
ჰააგის სასამართლოს გამამართლებეელი განაჩენის შემდეგ ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველს ვერ ხედავს და ამბობს, რომ ეს რუსული დაკვეთაა.