"რუსული ნარატივი და პუტინის გამართლება" - პაატა დავითაია აგვისტოს ომის ხელახალ გამოძიებაზე
აგვისტოს ომთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას "ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე პუტინის და მედვედევის გამართლებად მიიჩნევს. პაატა დავითაიას თქმით, აგვისტოს ომის ხელახალი გამოძიებით ქვეყანას გამოუსწორებელი ზიანია მიადგება.
ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია რაც შეეხება ომის დაწყებასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ საქართველო აწარმოებდა სუვერენულ უფლებას თავდაცვითი ომის და დღეს, როცა სანქციებია გაცემული და ამის შემდგომ გამოძიებაზე საუბრის დაწყება ნიშნავს აბსოლუტურად საქართველოს წინააღმდეგ წასვლას, ნიშნავს რუსულ ნარატივებს, ნიშნავს მედვედევისა და პუტინის გამართლებას, რაც ყოვლად მიუღებელია და იმედს ვიტოვებ, რომ მმართელი ძალა არ მისცემს ხმას საგამოძიებო კომისიის შექმნას, იმიტომ, რომ ეს იქნება არა მარტო სამართლებრივი აბსურდი, არამედ ქვეყნისთვის მიყენებული გამოუსწორებელი ზიანი, - თქვა დავითაიამ.
"ევროპელ-სოციალისტების" ლიდერი ფრიდონ ინჯია აგვისტოს ომის დაწყებაში მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს და პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. კომისიის შესაქმნელად დეპუტატი ხელმოწერებს უკვე აგროვებს.